37 წლის ფრანგმა კალათბურთელმა ტონი პარკერმა კარიერა დაასრულა.
პარკერი 2001 წელს "სან ანტონიომ" დრაფტზე 28-ე ნომრად აირჩია. ტონიმ გუნდთან ერთად 17 სეზონი ითამაშა და 4-ჯერ ნბა-ს ჩემპიონი გახდა. ფრანგმა 2007 წლის ფინალების MVP-ის ტიტული მოიპოვა. "ოლ სტარზე" ექვსჯერ ითამაშა. სამჯერ ნბა-ს სეზონის საუკეთესო მეორე გუნდში და ერთხელ მესამე გუნდში მოხვდა.
ბოლო სეზონი პარკერმა "შარლოტ ჰორნეტსში" გაატარა. 18-წლიან კარიერაში პარკერი საშუალო მაჩვენებელი ასეთია 15.5 ქულა, 5.6 პასი და 2.7 მოხსნა.