პოლონეთში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე კულმინაციური მონეტი დადგა და ფინალური წყვილი გაირკვა.
უკრაინისა და სამხრეთ კორეის ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის პირველად ითამაშებენ და რა თქმა უნდა, ეს ორივე გუნდისთვის უდიდესი წარმატებაა. ძალზე დრამატული გამოდგა უკრაინისა და იტალიის 20-წლამდე ნაკრებთა ნახევარფინალური დუელი, რომლის ბედი სერგეი ბულეცას 65-ე წუთზე გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. უკრაინა უპირატესობა ფლობდა და გამარჯვება დაიმსახურა კიდეც, მაგრამ მსაჯის მეორე დამატებულ წუთზე იტალიამ გაათანაბრა. ჯანლუკა სკამაკამ ეფექტურად გაისროლა და ანდრეი ლუნინი ვერაფერს გახდა. თავდაპირველად გოლი ჩაითვალა, მაგრამ საქმეში VAR-ი ჩაერთო და სკამაკას მხრიდან თამაშის წესის დარღევა დაფიქსირდა, შედეგად, იტალია დამარცხდა და ახლა ზედიზედ მეორედ ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის. უკრაინის 20-წლამდე ნაკრებში მოგეხსენებათ, ქართული წარმომავლობის მქონე გიორგი წიტაიშვილი თამაშობს, თუმცა ისტორიულ ნახევარფინალში ის მოედანზე არ ყოფილა.
მეორე ნახევარფინალში კი სამხრეთ კორეამ ეკვადორი ასევე 1:0 დაამარცხა და უკრაინის მსგავსად ფინალი მისთვისაც სადებიუტო იქნება.
ცნობისთვის 14 ივნისს, მესამე ადგილისთვის მატჩში იტალია და ეკვადორი შეხვდებიან, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზეც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ ევროპელებმა 1:0 მოიგეს, ხოლო 15 ივნისს, ფინალი უკრაინასა და სამხრეთ კორეას შორის შედგება.
უკრაინა - იტალია 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ბულეცა (39)
ეკვადორი - სამხრეთ კორეა 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 ჯუნ ჩოი (39)