ფეხბურთი

13:20 | 11.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

დი მარია: „ნეიმარს მესიზე ხშირად ვესაუბრები“

„პარი სენ-ჟერმენის“ არგენტინელმა გარემარბმა, ანხელ დი მარიამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის და მისი თანაგუნდელი ნეიმარი, ხშირად საუბრობენ ლიონელ მესიზე.

„მომწონს მესისთან თამაში. ასევე მომწონს მისი ცქერა ვარჯიშების დროს. არაჩვეულებრივ რამეებს სჩადის. ამის ახსნა შეუძლებელია. ნეიმარს ხშირად ვესაუბრები მესიზე. მან მითხრა, რომ სუარესთან და მესისთან Whatsapp-ის ჩათი აქვს, რომლითაც თითქმის ყოველდღიურად ურთიერთობენ.“ - უთხრა დი მარიამ El Mundo-ს.

დი მარიამ ისიც აღიარა, რომ თავის დროზე, ძლიან ახლოს იყო „ბარსელონაში“ გადასვლასთან, მაგრამ მოლაპარაკება ვერ შედგა.

0.11707