ჩოგბურთი

14:43 | 11.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილს ისევ ფუჩოვიჩი ელის

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 754 540 ევრო) მერვედფინალში მარტონ ფუჩოვიჩს ეთამაშება.
ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც უნგრელმა ჩოგბურთელმა დღეს ესპანელ ხაუმე მუნარს 7:6 (7:5), 6:4 სძლია.
საინტერესოა, რომ ბასილაშვილსა და ფუჩოვიჩს 6-ჯერ უთამაშიათ, წლეულს კი, ერთმანეთს უკვე 3-ჯერ დაუპირისპირდნენ.
ქართველი და უნგრელი ჩოგბურთელების პირველი შეხვედრა 2013 წელს სტამბულში (თურქთი) შედგა და მარტონმა 6:1, 7:5 მოიგო, 2014-ში, მონპელიეში (საფრანგეთი), ისვე 6:1, 2:0 დაწინაურდა, როდესაც ნიკამ მატჩის გაგრელება ვეღარ მოახერხა, 2015 წელს, უიმბლდონის კვალიფიკაციაში კი, ჩვენებურმა 6:4, 6:4, 3:6, 6:2 იმარჯვა.
წლევანდელი შერკინებების სერიამ სტარტი როტერდამში (ჰოლანდია) აიღო, სადაც ფუჩოვიჩმა ქართველს 7:6 (7:1), 6:1 აჯობა, მონაკოს მასტერსზე უნგრელმა უკვე სამ სეტში მოიგო (7:5, 3:6, 6:1), ხოლო რომის მასტერსზე ნიკოლოზმა რევანშის აღება შესძლო – 6:1, 7:6 (7:2).
უნგრული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ბასილაშვილი მეოთხედფინალის საგზურთან ერთად, 45 სარეიტინგო ქულასა და 19 865 ევროს მიიღებს, ტურნირის მოგებისთვის კი, 250 ქულა და 117 050 ევროა გამოყოფილი.
ამ დროისთვის, 27 წლის ბასილაშვილს ATP-ს რეიტინგში 1970 ქულითჱმე-17 ადგილი უკავია, ხოლო მისივე თანატოლი ფუჩოვიჩი 930 ქულით მსოფლიოს 50-ე ჩოგანია.

0.114052