ჩოგბურთი

14:18 | 11.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბეკერმა ახალგაზრდა ჩოგბურთელები გააკრიტიკა

„დიდი სლემის“ ტურნირების ექვსგზის გამარჯვებულმა, ყიფილმა პირველმა ჩოგანმა, ლეგენდარულმა ბორის ბეკერმა, ჟურნალისტებს თავისი უკმაყოფილება გაუზიარა ახალი თაობის ჩოგბურთელების მიმართ.

„ჩვენს გარშემო ბევრი ახალგაზრდა, დიდი ტურნირების პოტენციური გამარჯვებული ტრიალებს. თუმცა, სხვა სპორტებისგან განსახვავებით, სადაც ახალგაზრდები უკვე ხმამაღალ სიტყვას ამბობენ, ისინი ჯერ ვერაფერს იგებენ.

დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, მათი დროც დადგება.

სტატისტიკას გადავხედე. ტიმისა და რაონიჩის გარდა, ბოლო წლებში არცერთი 28 წელზე ახალგზრდა ჩოგბურთელი გასულა „დიდი სლემის“ ფინალში. ეს ძალიან ცუდია.

დიდ პატივს ვცემ როჯერს, რაფასა და ნოვაკს. მაგრამ დროა, ახალგაზრედებმაც დაიწყონ გამარჯვებები. მომეცით სალაპარაკო. ერთხელაც „დიდი სამეული“ დაბერდება, მაგრამ მინდა ვნახო, რომ ისინი ესტაფეტას ფორმის პიკზე გადასცემენ ახალგაზრდებს.

მინდა, რომ ციციპასმა და ტიმმა მანამ მოუგონ „სამეულს“ სანამ ისინი ჯერ კიდევ ფორმაში არიან. ყველაფერს საქმესთან დამოკიდებულება წყვეტს.“ - უთხრა ბეკერმა The Guardian-ს.

0.120262