დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოგე ჰარეიდემ კრისტიან ერიკსენმა საქართველოს ნაკრებთან მატჩისწინ პრესკონფერენცია გამართა და ხვალინდელი მატჩის შესახებ ისაუბრა.
ნორვეგიელი სპეციალისტის განცხადებით, საქართველოს ნაკრების მთავარი პლიუსი კარგი შეტვეაა და ქართველებს ტრადიციულად ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ.
ყველაფერი კარგადაა, ჩვენი ფეხბურთელები ფორმაში არიან. ირლანდიასთან ბევრი საგოლე შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ, მაგრამ შედეგი უკეთესი შეიძლებოდა. ახლა მოგვიწევს დიდი ძალისხმევის დახარჯვა, რომ გამარჯვებები მოვიპოვოთ.
ჩვენ ძლიერ ჯგუფში ვართ, შვეიცარია და ირლანდია საკმაოდ ძლიერი გუნდები არიან, ირლანდიასთან ჩვენი მთავარი პრობლემა საგოლე მომენტების გამოუყენებლობა, იყო, თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ სტანდარტული სიტუაციიდან გოლი გავუშვით.
ფორვარდის პოზიციას რაც შეეხება, ჯერჯერობით ვფიქრობ, გადაწყვეტილება ფეხბურთელების მახასიათებლებიდან გამომდინარე მივიღებ.
ჩვე არ გამოვარჩევთ არცერთ ფეხბურთელს, მთლიანბაში ვაფასებთ გუნდს და მიგვაჩნია, რომ ქართველებს შეუძლიათ ფეხბურთის თამაში და ეს მათი ტრადიაცაა. მიგვაჩნია, რომ ქართველი ფეხბურთელების მთავარი პლიუსი შეტევააა“, - თქვა ჰარეიდემ.
შეგახსენებთ, საქართველოსა და დანიის ნაკრებთა მატჩი ხვალ, „თელია პარკენზე“ გაიმართება.
სპეციალურად WORLDSPORT.GE-სთვის გიორგი მელქაძე კოპენჰაგენიდან