ბელგიის ეროვნული ნაკრების და "დალიან იფანის" შემტევი იანიკ ფერეირა კარასკო ლონდონის "არსენალთან" მოლაპარაკებას აწარმოებს და უახლოეს მომავალში შესაძლოა ტრანსფერი გაოფიციალურდეს.
"არსენალთან" მოლაპარაება კარგად მიმდინარეობს. ვიცი, რომ ჩინური გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვარ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ წასვლის უფლებას მომცემენ. პირადი და ოჯახური მიზეზების გამო ევროპაში დაბრუნება მინდა. პრემიერლიგაში თამაში კი ფიზიკურად რთულია, თუმცა არის ისეთი ზონები, სადაც თავისუფლად შევძლებ თამაშს." - ციტირებს Sport-ი კარასკოს სიტყვებს.
ბელგიელი შემტევი მადრიდის "ატლეტიკოდან" "დალიან იფანში" გასული წლის თებერვალში გადავიდა, თუმცა ნახვარი სეზონის შემდეგ ევროპაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. ჩინურ გუნდში კარასკომ 36 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.