ფეხბურთი

23:08 | 8.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბენფიკას" პრეზიდენტი: "ფელიშს 120 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გავყიდით"

ლისაბონის "ბენფიკას" პრეზიდენტმა ლუილუიშ ფილიპე ვიეირამ ჟოაუ ფელიშის ტრანსფერთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კლუბი ახალგაზრდა მოთამაშეს 120 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობს.

"ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებდით ფეხბურთელთან და მან მითხრა: "პრეზიდენტო, შემიძლია 5 მილიონი გამოვიმუშავო წელიწადში, არ დამტოვოთ აქ. ფელიშს გამოსასყიდი თანხა კონტრაქტი 60 მილიონ ევრო ჰქონდა, თუმცა რამდენიმე მატჩის ნახვის შემდეგ გადავწყვიტეთ 120 მილიონამდე გაგვეზარდა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ფეხბურთელის შესანარჩუნებლად, თუმცა ყველაფერი ოჯახმა და თავად ჟოაუმ უნდა გადაწყვიტონ." - ციტირებს Mirror-ი.

რამდენიმე დღის წინ ჟოაუმ განაცხადა, რომ ერთა ლიგის დასრულების შემდეგ მისი მომავალი გადაწყდება. გასულ სეზონში ფელიშმა 43 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 20 გოლი და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.119522