ჩოგბურთი

16:07 | 8.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფურცელაძის მე-2 ტიტული

ქართველმა ჩოგბურთელმა საბა ფურცელაძემ მზიურის კორტებზე გამართული ზედიზედ მე-2 იუნიორთა ტურნირი მოიგო. დღეს, საბამ ფინალური შეხვედრა ჩაატარა და მე-2 განთესვის მქონე შვეიცარიელ ჟან მარკ მალკოვსკის 6:3, 7:5 სძლია.

მანამდე, ფურცელაძემ მე-6 ნომრად განთესილ ყაზახ ბეკზატ უსიპბეკოვს 6:7 (5:7), 7:5, 6:2 მოუგო, მერვედფინალში თურქ გოკალპ აიარს 6:4, 6:2 სძლია, მეოთხედფინალში სომეხ არტურ სოღოიანს აჯობა – 7:6 (7:2), 6:2, ნახევარფინალში კი პირველი განთესვის მქონე რუსი ილარიონ დანილჩენკო დაჯაბნა – 6:0, 6:1.

0.112537