იტალიელმა მეკარემ, ჯიჯი ბუფონმა, რომელიც ახლახან „პარი სენ-ჟერმენიდან“ წამოვიდა, შესაძლოა, კარიერა ესპანეთში გააგრძელოს - გვამცნობს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური ვებ-გვერდი. „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა 41 წლის კარის დარაჯს სათადარიგო მეკარედ განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ ბუფონი პარიზულ კლუბში შარშან ზაფხულს გადავიდა „იუვენტუსიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით. კონტრაქტი ერთწლიანი იყო.
წინა დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, ბუფონს სერია A-ში დაბრუნებული „ბრეშა“ იწვევსო. იყო შეთავაზებები „ლაციოსგან“ და „ჯენოასგანაც.“