ფეხბურთი

12:20 | 6.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

„პარი სენ-ჟერმენი დე ხეას გადაბირებას ეცდება“

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, პარი სენ-ჟერმენი“ ესპანელი მეკარის, დავიდ დე ხეას შეძენას შეეცდება - წერს The Times. პარიზულ კლუბში ესპანელ კარის დარაჯს, ჯიჯი ბუფონის შემცვლელად მოიაზრებენ.

რამდენს გადაიხდიან პარიზელები ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ ბუფონს პსჟ-სთან კონტრაქტი წლევანდელ ზაფხულამდე აკავშირებდა, ერთწლიანი გაგრძელების პერსპექტივით. ამასთან, ამბობენ, რომ იტალიელი კიპერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს.

გამოცემა მიუთითებს, რომ დე ხეა და „მანჩესტერი“ კვლავაც ვერ თანხმდებიან ახალ კონტრაქტზე.

0.062615