ერთა ლიგის ნახევარფინალში პორტუგალიასთან დამარცხების შემდეგ (1:3), შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ პეტკოვიჩმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ თანაბარი თამაშის ბედი კრიშტიანუ რონალდუს გენიალურობამ გადაწყვიტა,
„ვულოცავ პორტუგალიის ნაკრებს. ისინი უფრო უფრო ჟინიანები აღმოჩდნენ და ბოლოსკენ გვაჯობეს. ჯამში ოთხი დარტყმა და სამი გოლი. ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა, მაგრამ ვაჩვენეთ, რომ საუკეთესო გუნდებთანაც შეგვიძლია თამაში.
ყველაფერი კი რონალდუს გენიალურობამ გადაწყვიტა.“ - ციტირებს პეტკოვიჩის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიელებთან კრიშტიანუმ ჰეთ თრიქი შეასრულა.