ფეხბურთი

9:46 | 5.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანტუში: „პორტუგალიის ნაკრებს ერთა ლიგაში გულშემატკივრების გახარება სურს“

შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ, ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ, პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა ჟურნალისტებს უთხრა რომ შეეცდებიან ამ ტურნირზე გულშემატკივრები გაახარონ.

„ძალიან რთული მატჩი იქნება. ორივე გუნდს უყვარს ბურთის ფლობა. ასევე შვეიცარიელები გრძელ გადაცემებსაც ჩინებულად იყენებენ. მათ ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ. მაგალითად, სეფეროვიჩი, ან შაჩირი. ჩვენი ამოცანაა მეტოქეს საკუთარი თამაში მოვახვიოთ თავს. პორტუგალიის ნაკრები შინ თამაშობს და გულშემატკივრების გახარება სურს.“ - უთხრა სანტუშმა უეფას ოფიციალურ გვერდს.

პორტუგალიისა და შევეიცარიის ნაკრებთა მატჩი, დღეს, 5 ივნისს, პორტუში, „ესტადიო დუ დრაგაუზე“ გაიმართბა და თბილისის დროით, 22:45 საათზე დაიწყება.

მეორე ნახევარფინალში, ხუთშბათს, 6 ივნისს, ერთმანეთს ინგლისისა და ჰოლანდიის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდებიან.

0.116282