საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას აგრძელებს. როგორც სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება, შეკრების მეოთხე დღეს გუნდმა 25 ფეხბურთელით ივარჯიშა.
მათ შორის, გიორგი ნავალოვსკი, სოლომონ კვირკველია, გიორგი პაპუნაშვილი და ლევან მჭედლიძე ინდივიდუალურად ემზადებიან.
„ჯვაროსნებს“ 5 ივნისიდან შეუერთდება ესპანური „ლუგოს“ ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია, რომელიც თბილისში 4 ივნისის საღამოს ჩამიფრინდა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 7 ივნისს გიბრალტარს თბილისში დაუხვდება, ხოლო სამი დღის შემდეგ კოპენჰაგენში დანიას ესტუმრება.