ბუნდესლიგის 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად "დორტმუნდის" ფორვარდი მარკო როისი აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, როსისი საუკეთემო მოთამაშე ფეხბურთელების ვერსიით გახდა, მან ხმების 31%-ი მიიღო.
მარკო ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშე აქამდე კიდევ ორჯერ გამხდარა, 2012 და 2014 წლებში.
განვლილ სეზონში როსიმა გერმანიის ჩემპიონატში 27 შეხვედრა ჩაატარა, სადა 17 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.