ფეხბურთი

0:30 | 5.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავას მწვრთნელი "რომას" ჩაიბარებს

დონეცკის „შახტარის“ მთავარი მწვრთნელი პაულუ ფონსეკა დიდი ალბათობით, უახლოეს ხანებში იტალიურ „რომას“ ჩაიბარებს. La Repubblica-ის ცნობით, „ჯალოროსის“ წარმომადგენლები ლისაბონში ფონსეკას აგენტს შეხვდნენ და წინასწარ შეთანხმებასაც მიაღწიეს.

„რომა“ ფონსეკას სეზონში 2.5 მილიონ ევროს სთავაზობს ხელფასის სახით, რასაც ბონუსებიც დაემატება. მოგეხსენებათ, პორტუგალიელი დონეცკის „შახტარში“ საქართველოს ნაკრების მცველ დავით ხოჭოლავას დამრიგებელია.

აქვე შეგახსენებთ, „რომა“ კლაუდიო რანიერიმ დატოვა, რომელიც გუნდში მარტში მივიდა, მაგრამ „ჯალორისის“ დატოვება მალევე მოუწია.

0.13047