ფეხბურთი

12:48 | 4.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ ორიჯის ახალი კონტრაქტი შესთავაზა

„ლივერპულმა“ შემტევ დივოკ ორიჯის ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ეს ცნობა თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა - წერს Mirror. თუმცა ორიჯის პასუხი ჯერ არ გაუცია.

„მაგიდაზე ახალი კონტრაქტის ფურცლები მიწყვია, მაგრამ პასუხს სანაკრებო მატჩების შემდეგ ვიტყვი.“ - განაცხადა ბელგიელმა.

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ერთობ კმაყოფილი ყოფილა სეზონის მეორე ნახევარში ორიჯის გარჯით და მომავალ სეზონში მის ეიმედება.

ბელგიელის კლუბთან კონტრაქტს ვადა გაისად ზაფხულში ეწურება. პრემიერლიგის ახლადდამთავრებულ სეზონში, მან 12 მატჩი ჩაატარა, 3 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასით გამოირჩა.

შაბათს, ჩემიონთა ლიგის ფინალში, „ტოტენჰემს“ (2:0) მეორე ბურთი სწორედ ორიჯიმ გაუტანა.

0.117516