ფეხბურთი

23:32 | 3.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ფინალის "გმირი" კინსი ვოლანსკი უეფამ დაასაჩუქრა (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან ორი დღე გავიდა, მაგრამ მადრიდული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი „გმირი“ დავიწყებას კარგა ხანს არ მიეცემა. კინსი ვოლანსკი უეფასაც არ დავიწყებია და საჩუქარიც გადასცა სუვენირის სახით.

ამის შესახებ თავად 22 წლის პოლონელმა მოდელმა გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომელმაც ტვიტერში ვიდეო განათასვა, სადაც უეფასგან მიღებული საჩუქარი, VIP ბილეთია ასახული. თუმცა, ეს მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებდა, რადგან კინსის თქმით, სუვენირი აეროპორტში მიუტანეს.

„ძალიან ტკბილმა ბიჭმა, რომელიც უეფაში მუშაობს, ეს საჩუქარი აეროპორტში გადმომცა“, - დაწერა ტვიტერში ვოლანსკიმ.

იმ ტვიტერში, სადაც კინსის გამომწერთა რაოდენობა ერთ დღეში კატასტროფულად გაიზარდა, ისევე, როგორც ინსტაგრამში, თუმცა ინსტაგრამის ექაუნთი მოგვიანებით დაუბლოკეს.

შეგახსენებთ, კინსი ვოლანსკი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „ტოტენჰემისა“ და „ლივერპულის“ მატჩის მე-18 წუთზე მოედანზე ნახევრად შიშველი შეიჭრა და ბევრის აზრით, სწორედ ის იყო იმ საღამოს მთავარი გმირი.

0.114743