ლივერპულში გუშინ განსაკუთრებული ზეიმი იყო და ჩემპიონთა ლიგის მოგება „წითლების“ ქომაგებმა სათანადოდ აღნიშნეს. თუმცა, დღეს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.
„ლივერპულის“ რამდენიმე გულშემატკივარმა ვანდალური საქციელი ჩაიდინეს. „ევერტონის“ სიმბოლო კოშკს, Everton Lock-Up-ს თავს დაესხნენ და მასზე დააწერეს - 6. ექვსიანი რა თქმა უნდა, „ლივერპულის“ მიერ მოგებული ჩემპიონთა ლიგის რაოდენობას ასახავს.
ბუნებრივია, სოციალურ ქსელში „კანფეტების“ ქომაგებს ხსენებულ ფაქტზე უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ.