ფეხბურთი

12:15 | 3.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

37 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩის შედევრი MLS-ში (+VIDEO)

ამერიკული MLS-ის მორიგ ტურში ლოს ანჯელეს "გალაქსი" საკუთარ მოედანზე "ნიუ ინგლენდთან" დამარცხდა, მაგრამ ამ შეხვედრაში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ისეთი შედევრი შექმნა, ყველაფერი გადაფარა.

84-ე წუთზე შვედმა გიგანტმა დაუჯერებელი თითქოს შეუძლებელი, მაგრამ მისთვის დამახასიათებელი ეფექტურობა აჩვენა და "მაკრატელა" დარტყმით ანგარიშის სხვაობა შეამცირა (1:2). უნდა აღინიშნოს დარტყმამდე ზლატანის მოქმედება და მისი ტექნიკური არსენალის სიმდიდრეც...

"გალაქსიმ" საბოლოოდ ეს შეხვედრა 2:1 წააგო და დასავლეთ კონფერენციაში ლიდერს 9 ქულით ჩამორჩა (თავად მეორე ადგილზეა), თუმცა ზლატან იბრაჰიმოვიჩის დიდებულმა გოლმა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა.

0.11653