მადრიდის „რეალს“ პოლ პოგბას გადაბირება უნდა, „მანჩესტერ იუნაიტედს“ – 150 მილიონი ევრო. თუმცა, „სამეფო კლუბს“ ეს თანხა ეძვირება და ამიტომაც სხვა გზის ძებნა დაიწყო.
Times-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი მზადაა „მანჩესტერს“ ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ სამი ფეხბურთელი დაუთმოს: გარეთ ბეილი, კეილორ ნავასი და ხამეს როდრიგესი, რომელსაც „ბაიერნში“ იჯარა უმთავრდება და მადრიდში დაბრუნება მოუწევს, დიდი ალბათობით, დროებით.
თუ ხსენებული გეგმაც ჩავარდა, „სამეფო კლუბში“ სათადარიგო ვარიანტიც აქვთ - კრისტიან ერიკსენი ან მირალემ პიანიჩი.