გრაცის „შტურმი“, რომლის ღირსებას ოთარ კიტეიშვილი იცავს, ევროპა ლიგაზე ითამაშებს. ტიპიკო ბუნდესლიგის ევროპა ლიგის პლეი-ოფის ფინალში „შტურმმა“ ვენის „რაპიდი“ დაამარცხა.
ორმატჩიანი რაუნდის პირველი დაპირისპირება სამი დღის წინ გრაცელებმა ვენაში 2:1 მოიგეს, ხოლო დღეს საკუთარ მოედანზე 0:1 წააგეს. მიუხედავად ამისა, ორი მატჩის ჯამში სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გამარჯვებული გამოვიდა და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა.
აღნიშნულ შეხვედრაშ ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს.
აქვე გეტყვით, რომ 23 წლის კიტეიშვილმა ავსტრიის ტიპიკო ბუნდესლიგის 2018-2019 წლების სეზონში 31 თამაში ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.