ბელგიის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" მცველმა ტომას მუნიემ შესაძლოა კარიერა ლონდონის "არსენალში" გააგრძელოს. როგორც The Mirror-ი იუწყება, "მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი ბელგიელს დაუკავშირდა და მოლაპარაკება გამართა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად კანონიერად მოიქცა ემერი, რადგან მუნიეს კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.
ტომასის ტრანსფერი უნაი ემერიმ პსჟ-ში გადასვლის შემდეგ მოითხოვა და 2016 წელს ბელგიელმა პარიზულ გრანდში დაიწყო თამაში. მიმდინარე სეზონში ბელგიელმა ტრავსმის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა და ჯამში 31 ჩატარებულ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. მუნიეს სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი ევროა.