ფეხბურთი

13:44 | 2.06.2019 | ნანახია 563 - ჯერ

"პარი სენ ჟერმენმა" შესაძლოა კოუტინიო იჯარის წესით დაიმატოს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" შემტევმა ფილიპე კოუტინიომ შესაძლოა იჯარის წესით "პარი სენ ჟერმენში" ითამაშოს. როგორც Daily Mail-ი იუწყება, ფრანგებს სამხრეთამერიკელის იჯარა გამოსყიდვის უფლების წესით სურთ. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენს გადაიხდიან პარიზელები აღნიშნულ ტრანსფერში.

კოუტინიო "ბარსელონამ" 2018 წლის იანვარში დაიმატა. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა 54 მატჩი ჩაატარა, მოედანზე საშუალოდ 62 წუთს ატარებდა და 11 გოლი გაიტანა. სამხრეთამერიკელის სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონი ევროა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

03:11 | 03.06.2019
RHP (3623)

ადამიანურად მეცოდება
ძალიან გვატკინა გული სქაუზერებს მაგრამ ადამიანურად მართლა მეცოდება არ აძლევენ შანსს არაა ეს რკინის მკვნეტელი ტიპი უცებ ეშვება ნებდება ყველა იგროკი ინდივიდუალურია
უნდა მიცე შანსი თავისუფლება მოედანზე ვიღაცეებმა ბურთიც უნდა დათმონ მთელი წელია ჯიბეშ ქონდათ ლალიგა დაეყენებინათ ეს ცენტრში მიეცათ დირიჟორობის უფლება მარა არა ხოდა მაგიტო შეგრჩათ 145 მილიონად გამოწურული ლიმონი

23:17 | 02.06.2019
Digmeli (188)

ამიტომაა ფულს არ უნდა გაეკიდოს კაცი, ყოფილიყო იქ სადაც უყვარდათ, იკატაოს ეხლა ხან ერთ გუნდში ხან მეორეში

20:06 | 02.06.2019
Ramms (140)

რაო ძ , უ , კ , ნ, ი,ტ,ო ახა პსჟ-ში მიდიხარ ლიგის მოსაგებად? თფუი აი მეცოდება იმენა მაარა ყველაფრის ღირსია,,მამრნტ მეცოდე არა რრთი ამისიც რაც უნდა ის უქნია დდდ

19:12 | 02.06.2019
RMA FANS (3925)

ამან და ნეიმარმა ძალიტ დაინგრიეს ოქროს კარიერა

16:55 | 02.06.2019
KoRBeN DaLLaS (24844)

ჰოდა სწორედ ნიუტონები და ნიკოლა ტესლები იყვნენ პელე და გარინჩა ფეხბურთისთვის.
რაც მაგ ხალხმა ამ სპორტის პოპულარიზაციისთვის გააკეთა (თამაშით და არა სატრანსფერო რეკორდით ), ნეიმარს არც დაესიზმრება.
კარიერულად რომ წინ დგანან, ეგ ვისი დამსახურებაა ? პირველ რიგში თავიანთი სათამაშო დონის. ეგენი იყვნენ იმ გუნდის ლიდერები, რომლებმაც ოთხიდან სამი მსოფლიო მოიგეს.

15:43 | 02.06.2019
ბაბუ პერესი (16691)

ნეიმარი დააბრუნონ იქ სადაც მისი ადგილია და იჯარით კოუტინიო კი არა თუ უნდათ ბართომეუც წაიყვანონ სამუდამოდ ყოველგვარი იჯარის გარეშე შეიჰის მონად)))ნეიმარს არ აფასებს ბევრი ისე როგორც საჭიროა მისი ხასიათის გამო მაგრამ სინამდვილეში უძლიერესი ფეხბურთელია.ჩემთვის არცერთ ბრაზილიელ ლეგენდაზე არ დგას უკან თამაშის ხარისხით,მიღწევები სხვა თემაა.ჩემთვის ნეიმარი სუფთა ტექნიკის თვალსაზრისით რონალდინიო-რონალდოს გვერდით დგას და მათ შორის უკვე სუფთა გემოვნების საკითხია ვინ უფრო ტექნიკური იყო,სხვა ბრაზილიელ ლეგენდებს კი ბევრად ჯობია ყველას.პელე-გარინჩას არ ვეხები მაგათი თამაში არ მინახავს,რაც ვიდეოებზე ვნახე მაგათაც ორივეს ჯობია მაგრამ ძაან სხვა ეპოქაა და ამიტომ შევეშვათ მაინც.რომარიო-რივალდო-კაკა-ზიკო ამათზე ბევრად წინ დგას ნეიმარი ტექნიკური შესაძლებლობების მხრივ.ორწლიან გამონათებებ რობინიოებს და დენილსონებს აღარ ვახსენებ.კი ეგენიც ძაან ტექნიკურები იყვნენ და ბევრ სხვას ჯობდნენ მაგრამ ნეიმარი სულ სხვა თემაა და ნეიმართან არცერთი მაგათის ხსენება არ ღირს.

16:17 | 02.06.2019
KoRBeN DaLLaS (24844)

რითი ჯობია ნეიმარი პელე-გარინჩას ? ტექნიკური თვალსაზრისით ნეიმარი კი არა, ნებისმიერი თანამედროვე ფეხბურთელი აღემატება 50/60-იანების ვარსკვლავებს, მაგრამ ეგ არაფერს ცვლის.
მაგ ლოგიკით, ახლანდელმა ფიზიკოსმა ბევრად მეტი იცის, ვიდრე აინშტაინმა და ნილს ბორმა თავის დროზე. მაგრამ იმათზე დიდი ხომ არანაირად არ არის ?

16:31 | 02.06.2019
ბაბუ პერესი (16691)

კარიერულად უფრო წინ დგას და უფრო დიდი ფეხბურთელია ნეიმარი პელე-გარინჩაზეთქო მიწერია სადმე?ტექნიკაზე მაქვს საუბარი და ნებისმიერი თანამედროვე ფეხბურთელი თუნდაც ნებისმიერი ვარსკვლავი ნაღდად ვერ ჯობია პელე-გარინჩას ტექნიკით.

16:32 | 02.06.2019
ბაბუ პერესი (16691)

თანამედროვე ვარსკვლავი არის ფოტოზე ახლა კოუტინიო და პელე-გარინჩას ტექნიკით კოუტინიო ჯობია?

16:38 | 02.06.2019
ბაბუ პერესი (16691)

ფიზიკა რა შუაშია კიდევ,აინშტაინმა ბორმა და ნიუტონმა აღმოაჩინეს და დაამტკიცეს ისეთი ფიზიკური კანონები რაც მაშინ კი არა დღესაც არ იცის ბევრმა და პელე-გარინჩას და სხვებს კიდევ იმდროინდელს ფეხბურთი ნაღდად არ აღმოუჩენია.თამაში კიდევ იმ დროში ბევრად მარტივი იყო ვიდრე დღესაა და თუ ტექნიკური იყავი მაშინ უფრო მარტივი დასამტკიცებელი იყო ეგ ყველაფერი ვიდრე დღეს.გამოქლიავებული დარბოდა ნახევარი ფეხბურთელები მოედანზე

0.116415