ფეხბურთი

18:08 | 31.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

პირლო: "30 წლის ასაკში "ჩელსიში" გადასვლა შემეძლო, მაგრამ ინგლისელებმა მითხრეს, რომ ბებერი ვიყავი"
"2011 წელს "მანჩესტერ სიტის" "იუვენტუსი" ვამჯობინე"

იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ანდრეა პირლომ ბრიტანულ გამოცემა Daily Mail-თან ისაუბრა. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის, როგორ უთხრეს „ჩელსიში“ უარი და თვითონ რატომ იუარა „მანჩესტერ სიტის“ წინადადება.

გარდა ამისა, პირლო მიიჩნევს, რომ მის კარიერაში საუკეთესო მწვრთნელი ანტონიო კონტე იყო.

„მქონდა შანსი 2009 წელს „ჩელსიში“ ანჩელოტისთან წავსულიყავი, მაგრამ ინგლისელებმა განაცხადეს, რომ მეტისმეტად ხანდაზმული ვიყავი, 30 წლის ასაკში. შემდეგ, 2011 წელს „მანჩესტერ სიტი“ მიწვევდა, თუმცა ამჯერად „იუვენტუსი“ ავირჩიე. პრემიერლიგა ჩემთვის ფანტასტიკური გამოცდილება იქნებოდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ იტალიაში დარჩენა ვამჯობინე.

სარი „ჩელსიში“? მისთვის „ჩელსის“ მწვრთნელობა ადვილი არაა, რადგან დრო სჭირდება ფეხბურთელების თავის სისტემაში მოსაქცევად. ჩემი აზრით, სარი შესანიშნავი მწვრთნელია, გულშემატკივრებმა მოთმინება უნდა გამოიჩინონ.

საუკეთესო მწვრთნელი, რომელთანაც მიმუშავია, ანტონიო კონტეა. მან „ჩელსიშიც“ კარგად იმუშავა, პრემიერლიგა და ასოციაციის თასი მოიგო. შემდეგ ხელმძღვანელობასთან პრობლემა შეექმნა, მაგრამ თუ „ლურჯების“ ბოლო 10 წლის ისტორიას გადავხედავთ, ბევრი მწვრთნელი შეიცვალეს. შესაბამისად, პრობლემა არა მწვრთნელებში, არამედ კლუბშია.

დიახ, სამწვრთნელო კურსებს გავდივარ, ლიცენზიას სავარაუდოდ სექტემბერში ავიღებ და მწვრთნელი გავხდები“, - თქვა პირლომ.

0.119301