ჩოგბურთი

16:18 | 31.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

დალაქიშვილი ნახევარფინალშია

17 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ დალაქიშვილი ბერძნულ ჰერაკლიონში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში გავიდა და ხვალ, ფინალში მოსახვედრად იბრძოლებს.

დალაქიშვილმა მეოთხედფინალში ესტონელი ელენა მალიგინა 6:3, 6:3 დაამარცხა და ერთგვარი რევანში აიღო იმისთვის, რომ ბალტიისპირელმა გუშინ ანა მაქაცარიას 6:4, 4:6, 6:2 სძლია.
ნახევარფინალურ შეხვედრაში მარიამის მეტოქე მე-6 ნომრად განთესილი ხორვატი ოლეკსანდრა ოლინიკოვა იქნება, ფინალის მე-2 საგზურისთვის კი რუმინელი გავრილა და გერმანელი შულტეისი ითამაშებენ.

0.113552