გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იოაჰიმ ლიოვი, ჯანმრთელობის გაუარესების გამო ჰოსპიტალში მოხვდა - გვამცნობს Bild. გამოცემის ინფორმაციით, სპეციალისტი საავადმყოფოში სისხლის მიმოქცევის დარღვევის მიზეზით გადაიყვანეს, რომელიც მას ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე მიღებული ტრავმის კვალად განუვითარდა. ბუნდესტრენერი ფრაიბურგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სტაციონარში მოათავსეს.
ჯანმრთელობის პრობლემის გამო, ლიოვი გერმანიის ნაკრების ევრო 2020-ის ორ უახლოეს შესარჩევ მატჩს გამოტოვებს, ბელარუსთან დ ესტონეთთან.
ლიოვი გერმანიის ნაკრებს 2006 წლიდან წვრთნის. 13 წლის განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით, ბუნდენაკრებმა ეროპის ჩემპიონატებზე ერთხელ ვერცხლი, ორჯერ ბრინჯაო მოიპოვა. მუნდიალებზე კი ერთხელ ბრინჯაო ირგუნა და რაც მთავარია, 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.