„ტოტენჰემის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ჰარი რედნაპს, მიაჩნია, რომ შაბათს გასამართ „ლივერპულ“ – „ტოტენჰემის“ ჩემპიონთა ლიგის ფინალს, მისი ყოფილი კლუბი მოიგებს.
„გული მიგრძნობს, ფინალის შემდეგ, თასზე „ტოტენჰემის“ სახელს ამოტვიფრავენ. პლეი ოფის დროს რამდენჯერმე შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ „დეზები“ ტურნირს დაემშვიდობებოდნენ, მაგრამ ბოლო წუთებზე გატანილი გოლების წყალობით, მათ ფინალამდე მიაღწიეს.
თუნდაც „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩი რად ღირს, რომლის ბედიც ვიდეოარბიტრმა გადაწყვიტა. ორივე გუნდის დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ, რატომღაც გული მიგრძნობს, რომ ეს „ტოტენჰემის“ წელი იქნება.“ - უთხრა რედნაპმა Daily Mail-ს.