კალათბურთი

0:12 | 31.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 13 ქულა მეოთხედფინალში

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალში “სარაგოსასთან” 81:91 წააგო და სერიაში 0:1 ჩამორჩა.

ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 29:34 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

შენგელიამ 5-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, თოკოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა და ის მასპინძელთა რიგებში მხოლოდ ფრანგ ცენტრ ვინსენ პუარეს (21 ქულა) ჩამორჩა, სარაგოსელებს კი 22 ქულით ნიგერიული ფესვების მქონე ფორვარდმა სტენ ოკოიემ ულიდერა.

ვთქვათ ისიც, რომ შეხვედრის წინ შენგელიას რეგულარული სეზონის ყველაზე ეფექტური მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზი გადასცეს.

აღნიშნულ სერიაში მე-2 მატჩი 2 ივნისს უკვე სარაგოსაში შედგება და თუკი მასპინძლებმა მოიგეს, ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებენ.

0.114004