ევროპა ლიგის ფინალში „ჩელსიმ“ „არსენალს“ 4:1 მოუგო. მატჩის ერთ-ერთი გმირი „არისტოკრატთა“ გარემარბი, პედრო იყო, რომელიც გოლითაც გამოირჩა. ამასთან, 31 წლის პედრო პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ყველა საერთაშორისო პრიზი მოუგია.
მას გაუმარჯვია: ჩემპიონთა ლიგაში, ევროპა ლიგაში, უეფას სუპერთასზე, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე. ასევე, ესპანეთის ნაკრებთან ერთად, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე.
გასულ სეზონში მან ჯამში 52 მატჩი ჩაატარა, 13 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე პასით გამოირჩა. პედრო „ჩელსიში“ 2015 წელს გადავიდა „ბარსელონადან“ 27 მილიონ ევროდ. „ლურჯებთან“ მისი კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.