ქართველი ხელბურთელის, მედეა ჩოხელის კლუბმა, პელისტერმა მაკედონიის ქალთა ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა და მომავალი სეზონისთვის ჩელენჯ კაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
პელისტერმა პირველი ეტაპი მეოთხე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონობისთვის მებრძოლ ხუთეულში მოხვდა, ფინალური ეტაპის პირველი წრი შემდეგ კი, ზედიზედ 3 მოგების შემდეგ მესამე იყო, მაგრამ მეორე წრის ოთხივე მატჩში დამარცხდა და მედლებს ვერ შესწვდა, თუმცა, ევროტურნირის საგზური მოიპოვა. ჩემპიონი გახდა სკოპიეს მეტალურგი, მეორე ადგილზე გავიდა კუმანოვო, რომელიც EHF თასზე გავიდა, მესამე-მეოთხე ადგილები მფლობელებმა, სკოპიეს ვარდარმა და პელისტერმა კი ჩელენჯ კაპის საგზურები მოიპოვეს.
19 წლის ქართველი ხელბურთელი პელისტერში 2018 წლის სექტემბერშიგადავიდა და კარგი სეზონი ჰქონდა - სულ, 26 მატჩში, 105 გოლი გაიტანა. ამას ემატება 4 მატჩში გატანილი 8 გოლი ჩელენჯ კაპზე, სადაც პელისტერმა ერთი წრე გაიარა და მერვედფინალში სერბეთის ნიშთან დამარცხდა.
ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს ჩოხელი კარიერას - მეორე ადგილზე გასულ კუმანოვოსგან მას უკვე აქვს შემოთავაზებული კონტრაქტი, რომელსაც ხელის მოწერა აკლია, თუმცა, მის აგენტს აქვს სერბული, ბერძნული, ესპანური და უნგრული კლუბების ვარიანტიც. ყველაფერი ივნისში გაირკვევა.
მაკედონიის ქალთა სუპერლიგა. საჩემპიონო ჯგუფი. საბოლოო. 16/16 ტურის შემდეგ. 1. მეტალურგ სკოპიე 37 ქულა - 2. კუმანოვო 34 – 3. ვარდარი 17 - 4. პელისტერი 15 – 5. სტრუჟანკა 15