რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ჩატარებული გრან პრის შემდეგ, ოლიმპიური თამაშების ხმლით მოფარიკავეთა საკვალიფიკაციო ინდივიდუალური რეიტინგიც განახლდა.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე 32 ქულით კვლავ 2 საუკეთესო ევროპელს შორისაა და უახლოეს მდევართან უპიარატესობაც გაზარდა.
ევროპელებიდან სანდროს წინ მხოლოდ გერმანელი მაქს ჰარტუნგია, რომელსაც 92 ქულით სულაც პირველი ადგილი უკავია.