„მანჩესტერის“ შემტევი რომელუ ლუკაკუ „ინტერში“ გადასვლასთან ახლოსაა, აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
„ინტერი“ ლუკაკუს ხელფასზე შეუთანხმდა, ბელგიელი წელიწადში 7.5 მილიონ ევროს მიიღებს, კონტრაქტი 5-წლიანი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, ლუკაკუს ინგლისში დარჩენა აღარ სურს.
სეზონში ლუკაკუმ ყველა ტურნირზე ერთად 32 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.