ფეხბურთი

1:45 | 29.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონაში" გადაწყვეტილება მიიღეს და ვალვერდეს შემცვლელიც შეარჩიეს

კატალონიის „ბარსელონასა“ და ერნესტო ვალვერდეს ურთიერთობა სრულდება. Rac 1, რომელიც კატალონურ გრანდთან საკმაოდ დაახლოებული წყაროა, იტყობინება, რომ „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობამ ვალვერდეს გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნული ცნობის ოფიციალურად დადასტურებას უახლოეს დღეებში, მიმდინარე კვირაში ელოდებიან.

ვალვერდეს მუშაობით კმაყოფილნი არც გულშემატკივრები არიან და როგორც ჩანს, არც „ბარსას“ მესვეურობა, მიუხედავად იმისა, რომ ხოსეპ ბართომეუმ უკანასკნელ დღეებში არაერთხელ თქვა, რომ ვალვერდე მომავალ სეზონშიც შეინარჩუნებდა სამუშაოს.

„ბარსელონამ“ 2018-2019 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატი ადვილად მოიგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ ნახევარფინალში და ესპანეთის სამეფო თასის ფინალში „ვალენსიასთან“ მარცხმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

ვინ იქნება ვალვერდეს მემკვიდრე ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა, ამავე წყაროს ცნობით, მთავარი ფავორიტი ბელგიის ნაკრების ესპანელი თავკაცი რობერტო მარტინესია, რომელიც „ბარსელონაში“ ძალიან მოსწონთ და ყველაფერს გააკეთებენ მის გადასაბირებლად.

0.113059