ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე უკრაინულ ირპინში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) ჩაერთო, თუმცა, პირველივე მატჩი წააგო.
დღეს, ცივაძე მასპინძელ ოლეკსი კრუტიხს გაეჯიბრა და მართალია, პირველ სეტში ბრეიკით იგებდა, საბოლოოდ, 6:7 (5:7), 1:6 დამარცხდა.
წყვილთა შეჯიბრში ცივაძე და ყაზახი გრიგორი ლომაკინი პირველ ნომრად არიან განთესილნი და მერვედფინალში იმავე კრუტიხსა და უზბეკ საიდკარიმოვს ეთამაშებიან.