ხვალ, 29 მაისს, საფრანგეთის ქალაქ კონიაკში ვეტერან მოფარიკავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი იწყება.
ტურნირი ოთხ ასაკობრივ ჯგუფში იმართება და მასში 1800-მდე ვეტერანი მოფარიკავე მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის 9 ქართველი სპორტსმენი.
ქართველი ვეტერანები უკვე საფრანგეთში იმყოფებიან და შეჯიბრისათვის ემზადებიან.
ჩემპიონატს სხვადასხვა ქვეყნის არბიტრებთან ერთად FIE-ს ქართველი არბიტრი ხათუნა ჭუმბურიძე მოემსახურება.
გთავაზობთ ქართველ სპორტსმენთა გამოსვლის განრიგს.
29 მაისი
დაშნა. კაცები. 3 კატეგორია. (60 - 69 წელი) ზურაბ ბოკუჩავა, არტემ სარკისოვი
დაშნა. კაცები. 4/5 კატეგორია.(70-74 / 74+ წელი) ნიკოლოზ ანდრიაძე, ამირან შეროზია
რაპირა. კაცები. 2 კატეგორია. (50 - 59 წელი) სერგო დემეტრაშვილი
რაპირა. კაცები. 4/5 კატეგორია. (70-74 / 74+ წელი) ნიკოლოზ ანდრიაძე
31 მაისი
რაპირა. კაცები. 3 კატეგორია. (60 - 69 წელი) თეიმურაზ კიკალიშვილი
ხმალი. კაცები. 1 კატეგორია. (40 – 49 წელი) ალექსანდრე ჩიტიშვილი
1 ივნისი
დაშნა. კაცები. 2 კატეგორია. (50 - 59 წელი) სერგო დემეტრაშვილი, გოჩა ზურაბიშვილი
2 ივნისი
ხმალი. კაცები. 2 კატეგორია. (50 - 59 წელი) სერგო დემეტრაშვილი
ხმალი. კაცები. 3 კატეგორია. (60 - 69 წელი) გელა ჩიხრაძე
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური