Qatar Sports Investments-ს, რომლის საკუთრებაში ფრანგული "პარი სენ ჟერმენია", ინგლისური კლუბის "ლიდს იუნაიტედის" შეძენა უნდა. არნიშნული ინფორმაცია The Financial Times-მა გაავრცელა. აღნიშნული კომპანიის და კლუბის მფლობელები რამდენიმე თვის წინ უკვე შეხვდნენ და მოლაპარაკებები გამართეს.
ინგლისური გამოცემის ინფორმაციით, ყატარულ კომპანიას დიდ ბრიტანეთში უნდა ფეხის მოკიდება და შეეცდება "ლიდსის" შესყიდვით დაინტერესებულ სხვა მსურველებს კონკურენცია გაუწიოს. "ლიდსმა" აწ უკვე გასულ სეზონში ჩემპიონშიფში მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში "დერბისთან" დამარცხდა.