ჩოგბურთი

12:18 | 26.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზვერევმა მიმდინარე სეზონში პირველი ტურნირი მოიგო (+VIDEO)

გერმანელმა ჩოგბურთელმა ალექსანდრ ზვერევმა ჟენევაში გამართული 250-ქულიანი ტურნირი მოიგო. ფინალურ დაპირისპირებაში 22 წლის ჩოგბურთელი ნიკოლაზ იარის შეხვდა და 6:3, 3:6, 7:6 დაამარცხა. გერმანელმა მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო ტურნირი, ბოლო სამი წლის განმავლობაში კი მე-11 ტიტული მოიპოვა.

აღნიშნული გამარჯვებით ზვერევმა 250 სარეიტინგო ქულა და 90,390 ევრო გამოიმუშავა, ხოლო ჩილელმა ჩოგბურთელმა 150 ქულა და 48,870 ევრო მიიღო. აღნიშნული ჩოგბურთელები საფრანგეთში გადაინაცვლებენ, სადაც გერმანელი როლან გაროსის პირველ წრეში ჯონ მილმანს დაუპირისპირდება, ხოლო იარი ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვდება.

0.113174