კალათბურთი

10:16 | 26.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ტორონტო“ სუპერფინალშია

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2018/19 წლების სუპერფინალში ერთმანეთს „გოლდენ სტეიტი“ და „ტორონტო“ დაუპირისპირდებიან.

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში „ტორონტომ“ „მილოუკს“ 4:2 მოუგო. მილოუკელები სერიას 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ კანადელებმა ზედიზედ ოთხი შეხვედრის მოგება მოახერხეს.

„ტორონტომ“ აღმოსავლეთ კონფერენცია ისტორიაში პირველად მოიგო.

მეექვსე შეხვედრაში კანადელებმა მეტოქეს 100:94 აჯობეს. მეორე პერიოდში „ბაქსი“ 15 ქულით იგებდა, თუმცა ტორონტოელებმა მატჩში გარდატეხა მეოთხე პერიოდში მოახდინეს, რომელიც 29:18 მოიგეს. შეხვედრაში საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ, რომელმაც გუნდს 27 ქულა, 17 მოხსნა, 7 პასი, 2 ჩაჭრა და 2 ბლოკ-შოტი შესძინა. იანის ადეტოკუმპოს 21 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა.

სუპერფინალში მოედნის უპირატესობა „ტორონტოს“ აქვს, რადგან რეგულარულ სეზონში „გოლდენ სტეიტმა“ 57 შეხვედრა მოიგო, ხოლო „ტორონტომ“ – 58.

სუპერფინალური სერიის პირველი შეხვედრა 31 მაისს კანადაში თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართება.

„ტორონტო“ – „მილოუკი“ 100:94 (18:31, 25:19, 28:26, 29:18)

https://www.youtube.com/watch?v=joQ75X2brJ8

0.134987