ფეხბურთი

0:27 | 26.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

სენსაციური ცნობა კატალონიიდან: დე ლიხტის "მანჩესტერში" ტრანსფერი იხურება

ამსტერდამის „აიაქსის“ მცველი მატის დე ლიხტი ძალიან ახლოსაა „მანჩესტერ იუნაიტედთან“. 19 წლის ფეხბურთელს აქტიურად „ბარსელონასთან“ უკავშირებდნენ და თითქოს მისი „კამპ ნოუზე“ გადაბარგებაც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ახლა საპირისპირო ცნობა გავრცელდა.

კატალონური რადიო RAC1-ი იტყობინება, რომ დე ლიხტმა „წითელ ეშმაკებთან“ შეთანხმებას მიაღწია და ტრანსფერი სულ მალე ოფიციალურად დადასტურდება.

„ბარსელონას“ რაც შეეხება, კატალონელებმა ფეხბურთელის მაღალი ფასის გამო გარიგებაზე უარი თქვეს.

შეგახსენებთ, რომ დე ლიხტი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე იმედის მომცემ მცველად მიიჩნევა და გასულ სეზონში „აიაქსთან“ ერთად ჰოლანდიის ჩემპიონატი და თასი მოიგო. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც ითამაშა და ამავე ეტაპზე ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გახდა.

0.10822