2018/19 წლების სეზონის შოტლანდიის თასი მფლობელი გლაზგოს "სელტიკი" გახდა. ფინალურ მატჩში ნილ ლენონის გუნდმა "ჰართსი" 2:1 დაამარცხა და თასის მფლობელი ზედიზედ მესამედ გახდა.
გლაზგოელებმა თასი არსებობის განმავლობაში 39-ედ მოიგეს. აწ უკვე გასულ სეზონში "სელტიკი" შოტლანდიის ჩემპიონი ზედიზედ რვაჯერ და ჯამში 50-ედ გახდა. ლენონის გუნდმა ასევე ლიგის თასი მოიგო.