25 წლის ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარე მსოფლიო თასის პირველი ეტაპის გამარჯვებული გახდა.
ქართველმა სპორტსმენმა წარმატებას 200 მეტრზე დისტანციაზე მიაღწია. ზაზამ ნახევარფინალში 39.921 წამი აჩვენა და თავის გაცურვაში პირველი იყო, ფინალში კი შედეგი კიდევ უფრო გააუმჯობესა და 39.191 ოქროს მედალს დაეუფლა.
ვერცხლი ყაზახ ტიმურ ხაიდაროვს (39.743) ერგო, ბრინჯაო კი – ბელარუს არწიომ კოზიარს (39.819).