„რეალის“ ყოფილი დირექტორი, ხორხე ვალდანო, ჟურნალისტებს ზინედინ ზიდანის მადრიდულ კლუბში დაბრუნების შესახებ ესაუბრა.
„ვფიქრობ, ზიდანის „რეალში“ დაბრუნება გმირობის ტოლფასია. ის ძეგლს იმსახურებს „სანტიაგო ბერნაბეუს“ კუთხეში, საიდანაც სავაჭრო ცენტრის გადატანას აპირებენ და ფლორენტინო პერესის ბაღშიც.
გუნდს ბიძგი სჭირდება. სატრანსფერო ბაზარზეა გააქტიურება საჭირო. ხუთი ან ექვსი ფეხბურთელი უნდა დავიმატოთ. ზიდანი „რეალში“ ძნელბედობისას დაბრუნდა, თუმცა, მჯერა, ყველაფერს კარგად გაართმევს თავს.“ - უთხრა ვალდანომ Marca-ს.