უკრაინის პრემიერლიგის 30-ე ტურში დონეცკის „შახტარმა“ ჩემპიონის რანგში კიევის „დინამოს“ უმასპინძლა და გამარჯვება ვერ მოახერხა - 1:1.
დონბასელთა სასტარტო შემადგენლობაში ტრადიციულად იყო დავით ხოჭოლავა, რომელიც პირველ ტაიმში ყვითელ ბარათს გამორჩა. 63-ე წუთზე კი ქართველმა მეტოქის დარტყმა ხელით დაბლოკა, მსაჯმა მეორედ გააფრთხილა და ჩვენებურმა თამაში ნაადრევად დასრულდა.
აქვე გეტყვით, რომ 26 წლის ხოჭოლავას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 30 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, უკრაინის ჩემპიონი გახდა და უკრაინის თასიც მოიგო.