ფეხბურთი

16:27 | 22.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე ხეამ "მანჩესტერს" ახალ კონტრაქტზე უარი უთხრა

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და დავიდ დე ხეას ურთიერთობა სრულდება. The Sun-ის ინფორმაციით, ესპანელმა მეკარემ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში „ოლდ ტრაფორდს“ დატოვებს.

დე ხეამ ნავსაყუდელის შეცვლა რვა წლის შემდეგ გადაწყვიტა. პირინელი კიპერის მომავალი გუნდი ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ ფავორიტად „პარი სენ ჟერმენი“ სახელდება, რომელიც მზადაა „წითელ ეშმაკებს“ 70 მილიონი ევრო გადაუხადონ.

შეგახსენებთ, რომ დე ხეა „მანჩესტერს“ 2011 წლის ზაფხულში მადრიდის „ატლეტიკოდან“ შეუერთდა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ჩამოყალიბდა. ოთხჯერ კი „მანჩესტერის“ სეზონის ფეხბურთელად დასახელდა.

0.113859