ლონდონის „არსენალის“ მეკარე პეტერ ჩეხი საფეხბურთო კარიერაში ბოლო შეხვედრას 29 მაისს, ბაქოში, ევროპა ლიგის ფინალში ყოფილი გუნდის, „ჩელსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
ამის შემდეგ კი, ჩეხი „არისტოკრატებს“ დაუბრუნდება, ოღონდ არა ფეხბურთელის, არამედ სპორტული დირექტორის პოსტზე. ამის შესახებ დარწმუნებით Sky Sports-ი იტყობინება.
ჩეხმა კარიერის საუკეთესო წლები სწორედ “სტემფორდ ბრიჯზე“ გაატარა და შესაბამისად, მოულოდნელი არაა, რომ „ჩელსიში“ დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ პეტერ ჩეხმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება ოფიციალურად უკვე გააკეთა. 37 წლის კიპერს „არსენალისა“ და „ჩელსის“ გარდა, „ჩმელის“, პრაღის „სპარტასა“ და „რენის“ რიგებში უთამაშია.