ფეხბურთი

10:16 | 20.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს ხმაურიანი განცხადება: "ალბათ სხვა პროექტის დრო მოვიდა"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ხმაურიანი განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, არაა გამორიცხული გუნდი დატოვოს.

„პსჟ-ში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. აქ მოვედი ჩემი კარიერის მეორე მომენტში და ალბათ ახლა უფრო მეტი პასუხისმგებლობის დროა. პსჟ-ში ან სხვა პროექტთან ერთად“, - თქვა მბაპემ.

ეს განცხადება რა თქმა უნდა, მიანიშნებს იმაზე, რომ კილიანმა შესაძლოა ზაფხულში გუნდი გამოიცვალოს.

შეგახსენებთ, რომ მბაპე პსჟ-ს 2017 წლის ზაფხულში „მონაკოდან“ შეუერთდა და დღემდე ჩატარებულ 86 თამაშში 59 გოლი გაიტანა.

0.137062