დონეცკის „შახტარის“ შემადგენლობაში დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონი გახდა. დონბასელებმა ისტორიაში მე-12 საჩემპიონო ტიტული ლუგანსკის „ზორიას“ (1:0) დამარცხების შემდეგ გაიფორმეს.
ქართველმა მცველმა რამდენიმე დღის წინ უკრაინის თასი მოიგო და ახლა ჩემპიონობაც მიაყოლა. საერთოდაც, ხოჭოლავას „შახტარის“ მაისურით უკვე 5 ტიტული დაუგროვდა (2 უკრაინის ჩემპიონატი, 2 უკრაინის თასი და 1 უკრაინის სუპერთასი).
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში 26 წლის ჩვენებურმა უკრაინის ჩემპიონატის ეგიდით 23 თამაში ჩაატარა და 2 გოლის გატანაც შეძლო.