ესპანეთის ლა ლიგის 38-ე ტურში მადრიდის „რეალი“ საკუთარ მოედანზე „ბეტისთან“ 0:2 წააგო და წარუმატებელი სეზონი შესაბამისად დაასრულა. სევილიელებმა კი, 2018-2019 წლების სეზონში „კამპ ნოუს“ მერე „სანტიაგო ბერნაბეუზეც“ მოიპოვეს სამი ქულა.
კიკე სეტიენი პირველი მწვრთნელია 2003 წლის შემდეგ, რომელმაც ლა ლიგის ერთ სეზონში „ბარსა“ (4:3) და „რეალი“ (2:0) სტუმრად დაამარცხა.
ბოლოს მსგავსი შედეგით თავს გრეგორიო მანსანო იწონებდა, რომლის გაწვრთნილმა „მალიორკამ“ 2003 წლის მაისში, ორ კვირიან ინტერვალში ჯერ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალი“ გაანადგურა (5:1), მერე კი, „კამპ ნოუზე“ „ბარსელონას“ (2:1) აჯობა.
აქვე გეტყვით, რომ „ბეტისმა“ სეზონი 50 ქულით მეათე ადგილზე დაასრულა, ხოლო „რეალი“ 68 ქულით მესამე ადგილს დასჯერდა.