ჩეხეთის ეროვნული ნაკრების და "ფენერბაჰჩეს" ცენტრი იან ვესელი ევროლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. 18 მაისს ვიტორიაში ევროლიგის გალა-დაჯილდოება გაიმართა, ხოლო 19 მაისს ოთხთა ფინალის გადამწყვეტი მატჩი ცსკა-ს და "ეფესს" შორის შედგება.
დაჯილდოებაზე ასევე ტურნირის საუკეთესო ხუთეული დაასახელეს. სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ მცველები კოსტალ სლუკასი ("ფენერბაჰჩე") და ნიკ კალატესი ("პანათინაიკოსი"), ცენტრი იან ვესელი და თავდამსხმელები უილ კლაიბერნი (ცსკა) და ბრენდონ დევისი ("ჟალგირისი").
"მილანის" კალათბურთელი მაიკლ ჯეიმსი საუკეთესო მსროლელად აღიარეს, ვესელი კი საუკეთესო მომენტის ავტორად. "რეალის" მოთამაშე ვალტერ ტავარეში საუკეთესო მცველად დაასახელეს, ხოლო "ამომავალი ვარსკვლავის" პრიზი საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა გოგა ბითაძემ მიიღო.